მკითხველთა კლუბის წესდება
2017 წლის 5 ოქტომბერი ქ.თბილისი
მუხლი 1. მკითხველთა კლუბის სტატუსი
1.
მკითხველთა კლუბი -შემდგომში– ქ.
თბილისის 72–ე საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი-
არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო
ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.
2.
მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება
გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, მას მერე რაც შეავსებს წევრობის მსურველთა
განაცხადს და გაეცნობა წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მას ევალება მონაწილეობა
მიიღოს კლუბის საქმიანობაში;
3.
კლუბი მუშაობას
წარმართავს ,,ზოგადი განათლების
შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით;
4. კლუბი იქმნება სკოლის სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს დირექციადა
სამეურვეო საბჭო,განათლებისსამინისტროსსაქართველოსკანონმდებლობით დადგენილი წესით;
5.
კლუბს აქვს წესდება, ლოგო,
სლოგანი, ვებ–გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში.
მუხლი
2. მიზნები, ფუნქციები,საქმიანობა
1.კლუბის მიზანია:
ა) მოზარდთა ინტელექტის
ამაღლება და მოსწავლეთა შორის მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია;
ბ) წიგნიერების განვითარება;
გ)კულტურათაშორისი კომუნიკაციების
ძიება, კულტურათა დიალოგი.
2. კლუბის წევრთა
უფლება–მოვალეობანი:
ა) კლუბის
წევრ მოსწავლეთა უფლებები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს
კანონით.
ბ)კლუბის წევრს ევალება: იყოს
კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის ნააზრევს.
გ) კლუბის წევრებს ევალებათ მოაწყონ
რეგულარული შეკრებები და შეასრულონ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული
მოთხოვნები.
3. კლუბის სტრუქტურა
კლუბის სტრუქტურა: ლიდერი მოსწავლე,
მოსწავლეთა ჯგუფი, კურატორი მასწავლებელი, მასწავლებელთა ჯგუფი, დამხმარე მშობელთა
ჯგუფი.
ა)ლიდერი მოსწავლე- არჩეულია
მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს
კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის
წევრთა წინაშე;
ბ) კლუბის კურატორი მასწავლებელი- არის სკოლის პედაგოგი, მისი კურატორობა არჩევითი აქტივობაა,
ლიდერ მოსწავლესთან ერთად ერთი წლის განმავლობაშიხელმძღვანელობს
კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში სხვადასხვა ეტაპზე.
გ)დამხმარე მშობელთა ჯგუფი- ერთი
წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ
მასწავლებელს, საკლუბო მუშაობის წარმმართვაში.დამხმარე მშობელთა ჯგუფის
წარმომადგენელთა შვილები კლუბის აქტიური წევრები არიან.
დ)მოსწავლეთა
ჯგუფი- მე-7-12 კლასის მოსწავლეები,
რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ყველა დაგეგმილ აქტივობასა და კლუბის
მუშაობაში.
ე) მასწავლებელთა ჯგუფი- სკოლის
ბიბლიოთეკარები, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები, რუსული ენის
კათედრის წევრები, რომლებიც ეხმარებიან საკლუბო მუშაობის წარმართვაში კურატორ
მასწავლებელს.
ლიდერი
მოსწავლის ფუნქციები:
ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას;
ბ) კურატორ მასწავლებელთან ერთად
ატარებს სამუშაო შეხვედრებს;
გ) ორგანიზებას უწევს საკლუბო
მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და ბეჭდური მასალების სოციალურ
ქსელში განთავსებას კურატორ მასწავლებელთანერთად;
დ) სათანადო ინფორმაციებს აწვდის
კლუბის წევრებს;
კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები:
ა) წლის განმავლობაში
წარმართავს საკლუბო მუშაობას;
ბ) საკლუბო მუშაობის
დაწყებამდე სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე
განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
· კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
· კლუბის წესდება;
· კლუბის სამუშაო გეგმა;
· განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის;
საკლუბო მუშაობის პერიოდში:
სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ
ქსელში სკოლის გვერდზე ან პერსონალურ გვერდზე ეტაპობრივად ატვირთავსსაკლუბო
აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას.
კურატორი მასწავლებელი საკლუბო
მუშაობის დასრულებისას წარმოადგენს რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე:
ა) მოხერხდა თუ არა დასახული
მიზნების მიღწევა;
ბ)რომელი აქტივობები წარიმართა
გეგმის შესაბამისად, რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
გ)რომელ კომპონენტში იყო საკლუბო
მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ;
დ)რა სარგებელი მიიღეს კლუბში
გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა?
ე)რა საჭიროებს გაუმჯობესებას და
როგორ?
ვ)მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში
აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ?
ზ)რას გავითვალისწინებთ მომავალში
მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას?
მუხლი 3.
კლუბის მუშაობის შეფასება
შეფასების ხერხები:
ა) მოსწავლეებისა
და მშობლების შეფასება;
ბ) მონაწილე მასწავლებელთა რეფლექსია;
გ) კლუბის ვებ-გვერდის/ბლოგის
მიმოხილვა-კომენტარები.
განაცხადი კლუბის წევრობაზე
ქ.
თბილისის 72-ე საჯარო სკოლის მკითხველთა
კლუბის ხელმძღვანელს
ამავე სკოლის ......კლასის
მოსწავლის ---------------------------
გ ა ნ ც
ხ ა დ ე ბ ა
სურვილი მაქვს,
გავწევრიანდე 72-ე საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბში. გთხოვთ,დააკმაყოფილოთ ჩემი
სურვილი.
განმცხადებელი:
თარიღი:
განაცხადი კლუბისშექმნისშესახებ
სსიპ ქ. თბილისის N 72 საჯარო სკოლის
დირექტორს,
ქალბატონ მანანა კიკაჩეიშვილს
ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
პედაგოგის
ქეთევან
ქათამაძის
გ ა ნ ც ხ ა
დ ე ბ ა
საინიციატივო
ჯგუფს - შემდეგი შემადგენლობით: ნათია ჩაჩანიძე, ქეთევან ქათამაძე, ფატმან
მუსელიანი, ევგენია ეისმონტი, ელისო გუგულაშვილი, ფირა გაჯიევი- გვაქვს სურვილი,
ჩვენს სკოლაში დაიწყოს ფუნქციონირება მკითხველთა კლუბმა. ჩვენი კლუბის მიზნებია:
მოზარდთა ინტელექტის ამაღლება და მოსწავლეთა შორის მხატვრული ლიტერატურის
პოპულარიზაცია; წიგნიერების განვითარება;კულტურათაშორისი კომუნიკაციების
ძიება,კულტურათა დიალოგის წარმართვა. კლუბი გეგმავს მწერლებთან შეხვედრების
ორგანიზებას, სახალისო ვიქტორინებისა და შეჯიბრის ჩატარებას, ვიზიტს წიგნის საგამოფენო ცენტრებში, ახალი ლიტერატურის
გაცნობასა და წაკითხული წიგნების განხილვას, დისკუსიების მოწყობას.
გთხოვთ,
დაგვრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა კლუბმა ამა წლის ნოემბრიდან დაიწყოს მუშაობა.
განმცხადებელი:
თარიღი :

ლოგო
დევიზი: წიგნები აზრთა ხომალდებია...
სავარაუდო ლიტერატურის სია:
1. ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“;
2. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“
3. აკა მორჩილაძის “ ჩემი თავგადასავალი“
4. ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“
5. ვიქტორ ჰიუგო „საბრალონი“
6. ალექსანდრე დიუმა „გრაფი მონტე-კრისტო“
7. ოსკარ უაილდი- „დორიან გრეის პორტრეტი“
8. ანტონ ჩეხოვი-მოთხრობები:"მსუქანიდაგამხდარი",
"ქალიძაღლით",
"ალუბლისბაღი"
9.
შექსპირი-"ვენეციელივაჭარი",
"რომეოდაჯულიეტა",
"ზაფხულისღამისსიზმარი",
"რიჩარდმესამე"
10.ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ
ქვრივი“, „სარჩობელაზედ“, პუბლიცისტური წერილები;
11.
ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია
კლუბის სამოქმედო გეგმა
|
N
|
შესასრულებელი საკითხი
|
მონაწილეები
|
პასუხისმგებელი პირი/პირები
|
თარიღი
|
შენიშვნა
|
|
1.
|
ტვინების ბრძოლა-შიდასასკოლო ტურის ორგანიზება, გუნდების შერჩევა/მომზადება
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
ოქტომბერი
|
|
|
2.
|
წიგნის გამოფენაზე გასვლითი ექსკურსია
|
მოსწავლეთა ჯგუფი, მშობლები
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
ნოემბერი
|
|
|
3.
|
წაკითხული წიგნის განხილვა-რეცენზიებისა და გამოხმაურების წერა
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
ნოემბერი
|
|
|
4.
|
ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა: რა, სად, როდის?
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
დეკემბერი
|
|
|
5.
|
თანამედროვე ქართველი და უცხოელი
ავტორების წიგნების გაცნობა/მიმოხილვა.
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
დეკემბერი
|
|
|
6.
|
ლიტერატურული ჟურნალის გამოშვება, მოსწავლეთა შემოქმედების გაცნობა
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
იანვარი
|
|
|
7.
|
კედლის გაზეთებისა და ნახატების კონკურსი |
(საყვარელი პერსონაჟების, ნაწარმოების ან ავტორის ილუსტრაციები) |
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
იანვარი
|
|
|
8.
|
მშობლის ლექცია: საყვარელი პერსონაჟი, მწერალი, ინსცენირება, საყვარელი
სპექტაკლი, დრამატურგი... დისკუსია
|
მოსწავლეთა ჯგუფი, მშობლები
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები, მშობელი
|
თებერვალი
|
|
|
9.
|
შეხვედრა მწერალთან-წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
თებერვალი
|
|
|
10.
|
წაკითხული წიგნის განხილვა-რეცენზიებისა და გამოხმაურების წერა
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
მარტი
|
|
|
11.
|
რუსული ლიტერატურის გაცნობა/დისკუსია
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
|
მარტი
|
|
|
12.
|
პოეზიის საღამო
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
მარტი
|
|
|
13.
|
ესეების კონკურსი
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
აპრილი
|
|
|
14.
|
რომანტიზმისა და რეალიზმის თავისებურებების მიმოხილვა
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
აპრილი
|
|
|
15.
|
გასვლითი ექსკურსია-მეცადინეობა ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის
სახლ-მუზეუმებში
|
მოსწავლეთა ჯგუფი, მშობელთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
მაისი
|
|
|
16.
|
წაკითხული წიგნის განხილვა-რეცენზიებისა და გამოხმაურების წერა
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
მაისი
|
|
|
17.
|
შემაჯამებელი შეხვედრა-კლუბის მუშაობის შეფასება, ვებგვერდის მიმოხილვა-
რეფლექსია
|
მოსწავლეთა ჯგუფი
|
კლუბის კურატორი, მონაწილე პედაგოგები,
|
ივნისი
|
|
მკითხველთა კლუბი

ქალაქ თბილისის
72-ე საჯარო სკოლაში იწყებს ფუნქციონირებას მკითხველთა კლუბი. მოვაწყობთ წიგნების განხილვა-დისკუსიებს,
შეხვედრებს მწერლებთან, ვესტუმრებით წიგნის გამოფენებს, სახლ-მუზეუმებს, ჩავატარებთ
პოეზიის საღამოს, გავეცნობით მოსწავლეთა შემოქმედებას, გამოვუშვებთ ლიტერატურულ ჟურნალს,
მოვაწყობთ კედლის გაზეთებისა და ნახატების კონკურსს.
გიწვევთ კლუბის
პრეზენტაციაზე სკოლის სააქტო დარბაზში 26 ოქტომბერს 2 საათზე.
გაწევრიანების მსურველებმა
მოგვმართონ ტელ.: 577332605, 599420816, 577336702